16.09.2015წ
დღე დაიწყო რეფლექსიით ერთხელ კიდევ გადავხედეთ პროექტის გეგმის შაბლონს ,პრეზენტაციისა და ბუკლეტის ნიმუშებს,შემდეგ გადავედით თეორიულ ნაწილზე განვიხილეთ მოდულები 4–5/
განვიხილეთ როგორ ივსება პროექტზე მუშაობაში გამოყენებული ლიტერატურის სია, აქ შედის როგორც ნაბეჭდი მასალა ,სხვადასხვა სახელმძღვანელოები,ასევე ინტერნეტში მოძიებული მასალის ,სურათების ,ვიდეოების ჩამონათვალი,მათი მისამართები და კონკრეტულად რა მასალა მოვიძიეთ.ვისწავლეთ მასალის დაარქივება,რაც ძალიან მოსახერხებელია ,როცა დიდი მოცულობის მასალა გვინდა გადავაგზავნოთ.
განვიხილეთ მოსწავლეთა პროექტების პორთფოლიები, პროექტის შეფასების მეთოდები შევადგინეთ საკუთარი პროექტის შეფასების რუბრიკები.ასევე საინტერესო იყო გუგლის კიდევ ერთი სერვისი ჩატი და მისი გამოყენება კომუნიკაციისათვის.
დავალება მოგვეცა დავასრულოთ პროექტის გეგმაზე მუშაობა.
No comments:
Post a Comment