ნათია მელქაძე
Friday, September 25, 2015
მეცხრე დღე
21.09.2015წ.
ეს დღე იყო დამამთავრებელი დღე ტრენინგისა.წარმოვადგინეთ ჩვენი ნამუშევრები პროექტის პორთფოლიო ,დავალება მოგვეცა პორტფოლიოს ჩეკ–ლისტის მიხედვით მასალები მოგვეწესრიგებინა და ჩაგველაგებინა საჭირო საქაღალდეებში,
ამის შემდგომ მასალა ავტვირთეთ ჩვენს ბლოგებზე.
რით იყო ეს ტრენინგი ჩემთვის მნიშვნელოვანი. სულ სხვა თვალით დავინახე პროექტზე მუშაობის პროცესი,ვისწავლე,როგორ დავამზადო ბუკლეტი და დავაინტერესო ბავშვები ახალი პროეტის თემით ასეთი ბროშურების დამზადების პრაქტიკას აუცილებლად გამოვიყენებ ,პროექტის გეგმას ვადგენდი მსგავსად ნასწავლისა ,მაგრამ არ ვითვალისწინებდი მაგალითად მიმართულების მიმცემ თუ საკვანძო კითხვებს ,შეფასების დროის ჩარჩო და ამ შეფასების ინსტრუმენტებიც სიახლე იყო ჩემთვის ,
ყველაზე მეტად დამჭირდება და სიამოვნებით გამოვიყენებ იმ თეორიუ და პრაქტიკულ მასალას,რომელიც ტრეინერმა მოგვაწოდა ამ 9 დღის განმავლობაში
ასევე საინტერესო იუყო და ვიფიქრებ როგორ გამოვიყენო გუგლის სერვისევი მოსწავლეებთან ,მშობლებთან თუ კოლეგებთან კომუნიკაციისას,ასევე კვლევების ჩასატარებლად.
მერვე დღე
16.09.2015წ
დღე დაიწყო რეფლექსიით ერთხელ კიდევ გადავხედეთ პროექტის გეგმის შაბლონს ,პრეზენტაციისა და ბუკლეტის ნიმუშებს,შემდეგ გადავედით თეორიულ ნაწილზე განვიხილეთ მოდულები 4–5/
განვიხილეთ როგორ ივსება პროექტზე მუშაობაში გამოყენებული ლიტერატურის სია, აქ შედის როგორც ნაბეჭდი მასალა ,სხვადასხვა სახელმძღვანელოები,ასევე ინტერნეტში მოძიებული მასალის ,სურათების ,ვიდეოების ჩამონათვალი,მათი მისამართები და კონკრეტულად რა მასალა მოვიძიეთ.ვისწავლეთ მასალის დაარქივება,რაც ძალიან მოსახერხებელია ,როცა დიდი მოცულობის მასალა გვინდა გადავაგზავნოთ.
განვიხილეთ მოსწავლეთა პროექტების პორთფოლიები, პროექტის შეფასების მეთოდები შევადგინეთ საკუთარი პროექტის შეფასების რუბრიკები.ასევე საინტერესო იყო გუგლის კიდევ ერთი სერვისი ჩატი და მისი გამოყენება კომუნიკაციისათვის.
დავალება მოგვეცა დავასრულოთ პროექტის გეგმაზე მუშაობა.
მეშვიდე დღის რეფლექსია
თემა: მოდული 3–კავშირები
ტრენინგი მნიშვნელოვანი იყო ჩემთვის ,ვიმუშავეთ ჩვენი მასალების ატვირთვასა და ბლოგის გაფორმებაზე.საინტერესო იყო ვიდეო მასალის ბმულის სახით მიბმა ვორდის დოკუმენტებზე,ასევე ბმულის სახით შეგვიძლია მივაბათ ფოტო მასალა,ცხრილები .ანგარიშების შექმნის დროს ეს ძალიან მოხერხებული სერვისია,
ასევე განვიხილეთ პრეზენტაციის სლაიდში როგორ შეიძლება ვიდეო მასალის ჩაშენება.
გავეცანით სპეციალიზებყლ ვებ გვერდებს,განსაკუთრებით გამოსაყენებელია საგანმანათლებლო ვებ–გვერდები ასაკისა და კლასის მიხედვით.მნიშვნელოვანია რომ ვისწავლოთ და მოსწავლეებს ვასწავლოთ ინტერნეტრესურსების შეფასება რამდენად სანდო და ფაქტობრივად სწორია ,ამისათვის უნდა გამოვიყენოთ შეფასების რუბრიკები.
ვებ–გვერდის შეფასების უნარ–ჩვევის განვითარება მოსწავლეებში ძალიან მნიშვნელოვანია

Friday, September 11, 2015
მეექვსე დღე
თავდაპირველად მოვახდინეთ რეფლექსია წინა დღის. დღევანდელ ტრეინინგზე შევისწავლეთ ბლოგის გვერდების გაკეთება, ახალი გვერდების დამატება, მათი თანმიმდევრულად დალაგება, დიზაინისა და ფერის შეცვლა, ბლოგზე link-ის დამატება სურათით. drive-დან ფაილებისა და პაპკების ატვირთვა და ბლოგზე გაზიარება., ასევე ზედმეტი ბლოგების წაშლა და აღდგენა.
Monday, September 7, 2015
პირველი დღე-მოცემული ტრეინინგი ძალიან საინტერესო იყო ჩემთვის. ამ ტრეინინგის მიზანი არის სასწავლო პროექტების დაგეგმვა ტექნოლოგიების გამოყენებით და 21-ე საუკუნის უნარჩვევების ჩამოყალიბება.
გავეცანით პროექტის გეგმის შაბლონს, შევისწავლეთ თუ როგორ უნდა დავგეგმოთ , როგორ შევქმნათ ბროშურა და გაზეთი ჩვენი პროექტისთვს.., როგორ უნდა მოვიძიოთ საჭირო რესურსები.
გავეცანით პროექტის გეგმის შაბლონს, შევისწავლეთ თუ როგორ უნდა დავგეგმოთ , როგორ შევქმნათ ბროშურა და გაზეთი ჩვენი პროექტისთვს.., როგორ უნდა მოვიძიოთ საჭირო რესურსები.
Subscribe to:
Posts (Atom)