პირველი დღე-მოცემული ტრეინინგი ძალიან საინტერესო იყო ჩემთვის. ამ ტრეინინგის მიზანი არის სასწავლო პროექტების დაგეგმვა ტექნოლოგიების გამოყენებით და 21-ე საუკუნის უნარჩვევების ჩამოყალიბება. გავეცანით პროექტის გეგმის შაბლონს, შევისწავლეთ თუ როგორ უნდა დავგეგმოთ , როგორ შევქმნათ ბროშურა და გაზეთი ჩვენი პროექტისთვს.., როგორ უნდა მოვიძიოთ საჭირო რესურსები.
Popular posts from this blog
მეექვსე დღე
თავდაპირველად მოვახდინეთ რეფლექსია წინა დღის. დღევანდელ ტრეინინგზე შევისწავლეთ ბლოგის გვერდების გაკეთება, ახალი გვერდების დამატება, მათი თანმიმდევრულად დალაგება, დიზაინისა და ფერის შეცვლა, ბლოგზე link-ის დამატება სურათით. drive-დან ფაილებისა და პაპკების ატვირთვა და ბლოგზე გაზიარება., ასევე ზედმეტი ბლოგების წაშლა და აღდგენა.
მერვე დღე
16.09.2015წ დღე დაიწყო რეფლექსიით ერთხელ კიდევ გადავხედეთ პროექტის გეგმის შაბლონს , პრეზენტაციისა და ბუკლეტის ნიმუშებს , შემდეგ გადავედით თეორიულ ნაწილზე განვიხილეთ მოდულები 4 – 5/ განვიხილეთ როგორ ივსება პროექტზე მუშაობაში გამოყენებული ლიტერატურის სია , აქ შედის როგორც ნაბეჭდი მასალა , სხვადასხვა სახელმძღვანელოები , ასევე ინტერნეტში მოძიებული მასალის , სურათების , ვიდეოების ჩამონათვალი , მათი მისამართები და კონკრეტულად რა მასალა მოვიძიეთ . ვისწავლეთ მასალის დაარქივება , რაც ძალიან მოსახერხებელია , როცა დიდი მოცულობის მასალა გვინდა გადავაგზავნოთ . განვიხილეთ მოსწავლეთა პროექტების პორთფოლიები , პროექტის შეფასების მეთოდები შევადგინეთ საკუთარი პროექტის შეფასების რუბრიკები . ასევე საინტერესო იყო გუგლის კიდევ ერთი სერვისი ჩატი და მისი გამოყენება კომუნიკაციისათვის . დავალება მოგვეცა დავასრულოთ პროექტის გეგმაზე მუშაობა .
Comments
Post a Comment