16.09.2015წ დღე დაიწყო რეფლექსიით ერთხელ კიდევ გადავხედეთ პროექტის გეგმის შაბლონს , პრეზენტაციისა და ბუკლეტის ნიმუშებს , შემდეგ გადავედით თეორიულ ნაწილზე განვიხილეთ მოდულები 4 – 5/ განვიხილეთ როგორ ივსება პროექტზე მუშაობაში გამოყენებული ლიტერატურის სია , აქ შედის როგორც ნაბეჭდი მასალა , სხვადასხვა სახელმძღვანელოები , ასევე ინტერნეტში მოძიებული მასალის , სურათების , ვიდეოების ჩამონათვალი , მათი მისამართები და კონკრეტულად რა მასალა მოვიძიეთ . ვისწავლეთ მასალის დაარქივება , რაც ძალიან მოსახერხებელია , როცა დიდი მოცულობის მასალა გვინდა გადავაგზავნოთ . განვიხილეთ მოსწავლეთა პროექტების პორთფოლიები , პროექტის შეფასების მეთოდები შევადგინეთ საკუთარი პროექტის შეფასების რუბრიკები . ასევე საინტერესო იყო გუგლის კიდევ ერთი სერვისი ჩატი და მისი გამოყენება კომუნიკაციისათვის . დავალება მოგვეცა დავასრულოთ პროექტის გეგმაზე მუშაობა .