Posts

Showing posts from September, 2015

ინტელის პროექტი

" ჯანსაღი კვება"

მეცხრე დღე

21 . 09 . 2015 წ . ეს   დღე იყო დამამთავრებელი დღე ტრენინგისა . წარმოვადგინეთ ჩვენი ნამუშევრები პროექტის პორთფოლიო , დავალება მოგვეცა პორტფოლიოს ჩეკ – ლისტის მიხედვით მასალები მოგვეწესრიგებინა და ჩაგველაგებინა საჭირო საქაღალდეებში , ამის შემდგომ მასალა ავტვირთეთ ჩვენს ბლოგებზე . რით იყო ეს ტრენინგი ჩემთვის მნიშვნელოვანი . სულ სხვა თვალით დავინახე პროექტზე მუშაობის პროცესი , ვისწავლე , როგორ დავამზადო ბუკლეტი და დავაინტერესო ბავშვები ახალი პროეტის თემით ასეთი ბროშურების დამზადების პრაქტიკას აუცილებლად გამოვიყენებ , პროექტის გეგმას ვადგენდი მსგავსად ნასწავლისა , მაგრამ არ ვითვალისწინებდი მაგალითად მიმართულების მიმცემ თუ საკვანძო კითხვებს , შეფასების დროის ჩარჩო და ამ შეფასების ინსტრუმენტებიც სიახლე იყო ჩემთვის , ყველაზე მეტად დამჭირდება და სიამოვნებით გამოვიყენებ იმ თეორიუ და პრაქტიკულ მასალას , რომელიც ტრეინერმა მოგვაწოდა ამ 9 დღის განმავლობაში ასევე საინტერესო იუყო და ვიფიქრებ რ...

მერვე დღე

16.09.2015წ დღე   დაიწყო რეფლექსიით ერთხელ კიდევ გადავხედეთ პროექტის გეგმის შაბლონს , პრეზენტაციისა და ბუკლეტის ნიმუშებს , შემდეგ გადავედით თეორიულ ნაწილზე განვიხილეთ მოდულები 4 – 5/ განვიხილეთ როგორ ივსება პროექტზე მუშაობაში გამოყენებული ლიტერატურის სია , აქ შედის როგორც ნაბეჭდი მასალა , სხვადასხვა სახელმძღვანელოები , ასევე ინტერნეტში მოძიებული მასალის , სურათების , ვიდეოების ჩამონათვალი , მათი მისამართები და კონკრეტულად რა მასალა მოვიძიეთ . ვისწავლეთ მასალის დაარქივება , რაც ძალიან მოსახერხებელია , როცა დიდი მოცულობის მასალა გვინდა გადავაგზავნოთ . განვიხილეთ მოსწავლეთა პროექტების პორთფოლიები , პროექტის შეფასების მეთოდები შევადგინეთ საკუთარი პროექტის შეფასების რუბრიკები . ასევე საინტერესო იყო გუგლის კიდევ ერთი სერვისი ჩატი და მისი გამოყენება კომუნიკაციისათვის . დავალება მოგვეცა დავასრულოთ პროექტის გეგმაზე მუშაობა .

მეშვიდე დღის რეფლექსია

                                                               თემა : მოდული 3– კავშირები ტრენინგი მნიშვნელოვანი იყო ჩემთვის , ვიმუშავეთ ჩვენი მასალების ატვირთვასა და ბლოგის გაფორმებაზე . საინტერესო იყო ვიდეო მასალის ბმულის სახით მიბმა ვორდის დოკუმენტებზე , ასევე ბმულის სახით შეგვიძლია მივაბათ ფოტო მასალა , ცხრილები . ანგარიშების შექმნის დროს ეს ძალიან მოხერხებული სერვისია , ასევე განვიხილეთ პრეზენტაციის სლაიდში როგორ შეიძლება ვიდეო მასალის ჩაშენება . გავეცანით სპეციალიზებყლ ვებ გვერდებს , განსაკუთრებით გამოსაყენებელია საგანმანათლებლო ვებ – გვერდები ასაკისა და კლასის მიხედვით . მნიშვნელოვანია რომ ვისწავლოთ და მოსწავლეებს ვასწავლოთ ინტერნეტრესურსების შეფასება რამდენად სანდო და ფაქტობრივად სწორია , ამისათვის უნდა გამოვიყენოთ შეფასების რუბრიკები . ვებ – გვერდის ...

მეექვსე დღე

 თავდაპირველად  მოვახდინეთ  რეფლექსია    წინა  დღის. დღევანდელ  ტრეინინგზე შევისწავლეთ  ბლოგის  გვერდების  გაკეთება,  ახალი  გვერდების   დამატება, მათი  თანმიმდევრულად დალაგება,  დიზაინისა  და ფერის  შეცვლა,  ბლოგზე   link-ის დამატება სურათით. drive-დან  ფაილებისა და პაპკების  ატვირთვა და ბლოგზე გაზიარება., ასევე   ზედმეტი  ბლოგების წაშლა  და  აღდგენა.
მეორე  დღე-   გავიზიარეთ   სხვა პედაგოგების მიერ შექმნილი უამრავი  პროექტის გეგმები და მასალები, რომლებიც საუკეთესო თვალსაჩინო  რესურსია ჩვენთვის.  შევქმენით  ბლოგები, სადაც  ტრეინინგის  ბოლოს  ავტვირთავთ  მასალებს.
პირველი  დღე-მოცემული ტრეინინგი ძალიან საინტერესო იყო ჩემთვის.  ამ ტრეინინგის მიზანი  არის სასწავლო პროექტების დაგეგმვა  ტექნოლოგიების  გამოყენებით  და 21-ე საუკუნის  უნარჩვევების  ჩამოყალიბება.  გავეცანით  პროექტის  გეგმის შაბლონს, შევისწავლეთ  თუ  როგორ  უნდა დავგეგმოთ , როგორ  შევქმნათ  ბროშურა  და გაზეთი  ჩვენი პროექტისთვს.., როგორ უნდა მოვიძიოთ  საჭირო  რესურსები.